შიგთავსზე გადასვლა

კაბელები და ბოჭკო

ბოჭკო

ოპტიკური ბოჭკო (optical fiber) — მინის ძაფი, რომლითაც სინათლის იმპულსით გადაიცემა მონაცემები. კაბელი ბევრ ბოჭკოს შეიცავს, ჯგუფებად (მილაკებად) დაყოფილს.

English ქართული
Fiber, optical fiber ოპტიკური ბოჭკო, მოკლედ ბოჭკო
Capacity ტევადობა — რამდენი ბოჭკოა კაბელში

ფერთა კოდი

Color catalog არ არის ფერების პალიტრა.

ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო აღმოჩენა იყო. ღილაკის სახელი Color catalog QGIS-ის კონტექსტში ბუნებრივად იკითხება როგორც სიმბოლოგიის ფერების არჩევა — მაგრამ მეინთეინერის შენიშვნა ცალსახად ამბობს:

the FIBRE COLOUR CODE: the standard sequence of colours identifying each tube and each fibre within a cable (e.g. the TIA-598 or IEC ordering). This is industry cable terminology — it is NOT a QGIS symbology palette or a map-styling colour picker.

ანუ ეს არის ბოჭკოს ფერთა კოდი — სტანდარტული თანმიმდევრობა, რომლითაც კაბელში თითოეული მილაკი და თითოეული ბოჭკო იდენტიფიცირდება. სტანდარტები: TIA-598, IEC.

  • ქართულად: ბოჭკოს ფერთა კოდი
  • უარყოფილი: ფერების კატალოგი — სწორედ იმ არასწორ წაკითხვას იწვევს, რომლისგანაც შენიშვნა გვაფრთხილებს

დასაზუსტებელი

რომელ სტანდარტს იყენებს FiberQ — TIA-598-ს თუ IEC-ს? კოდში ჯერ არ შემიმოწმებია. ჩანაწერი ჟურნალშია.

შედუღება

English ქართული რა არის
Splice შედუღება ორი ბოჭკოს შედნობა (fr soudure)
Joint closure ოპტიკური მუფტა ყუთი, სადაც შედუღება ხდება

ორი „წყვეტა", რომლებიც არ უნდა აირიოს

ეს FiberQ-ის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ადგილია — ინგლისურში ორივე „break/cut"-ია, ქართულში კი აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს:

String ქართული რა არის სინამდვილეში
Add breakpoint გაყოფის წერტილის დამატება გეომეტრიის ოპერაცია — ტრასის ხაზი ორად იყოფა დაწკაპუნებულ წერტილში
Cut infrastructure ინფრასტრუქტურის გაჭრა გეომეტრიის ოპერაცია — ხაზოვანი ობიექტი ორად იჭრება
Fiber break ბოჭკოს გაწყვეტა რეალური დაზიანება — წერტილი, სადაც ბოჭკო გაწყვეტილია

პირველი ორი რედაქტირებაა, მესამე — ავარია. მეინთეინერს ორივესთვის ცალკე შენიშვნა აქვს დაწერილი, სწორედ იმიტომ, რომ ეს არევა ტიპურია.

როგორ გავმიჯნე ქართულში

გაყოფა და გაჭრა რედაქტირებაა; გაწყვეტა დაზიანება. სიტყვა წყვეტა შეგნებულად არ გამომიყენებია პირველ ორში, რომ სამივე ერთმანეთს არ მიემსგავსოს.

ტევადობა და მილები

მიწისქვეშა გაყვანისას კაბელი მილში ჯდება. FiberQ-ის PE მილის დიალოგი გთავაზობს ტევადობებს 1×1-დან 3×3-მდე — ანუ რამდენი მილი ქმნის მილების კონას.

ინფრასტრუქტურა