შიგთავსზე გადასვლა

არქიტექტურა

როგორ მიდის სიგნალი სათავე კვანძიდან აბონენტამდე და რა ჰქვია თითოეულ მონაკვეთს.

სრული ჯაჭვი

flowchart LR
    subgraph HE["სათავე კვანძი"]
        ODF["ODF"]
    end
    subgraph FIELD["ველი"]
        M1["მუფტა"]
        DP["OTB / TB<br/><small>განაწილების წერტილი</small>"]
    end
    subgraph SUB["აბონენტთან"]
        TO["TO"]
    end

    ODF -->|"მაგისტრალური"| M1
    M1 -->|"გამანაწილებელი"| DP
    DP -->|"აბონენტური"| TO

სამი კაბელის კლასი

FiberQ-ის მენიუში ეს სამი ერთმანეთის გვერდით დგას, ორჯერ — მიწისქვეშა-ს ქვეშ და საჰაერო-ს ქვეშ. ამიტომ ქართულში სამივე ერთი ფორმისაა (ზედსართავი), რომ სია თანაბრად იკითხებოდეს.

# English ქართული განმარტება
1 Backbone მაგისტრალური სატრანსპორტო კაბელი ქსელის მთავარ კვანძებს შორის
2 Distribution გამანაწილებელი მაგისტრალის კვანძიდან ქუჩის განაწილების წერტილებამდე
3 Drop აბონენტური განაწილების წერტილიდან ერთი აბონენტის შენობამდე

Drop არსებითი სახელია

Drop აქ არსებითი სახელია — drop cable / აბონენტური კაბელი. არა ზმნა „ჩამოგდება". ეს ცალკე გვაქვს გაფრთხილებული კატალოგში, რადგან ავტომატური თარგმანი სწორედ ზმნად კითხულობს.

ცნების არსებითი სახელია მაგისტრალი; მენიუში ზედსართავი მაგისტრალური დგას, რომ სამივე კლასი ერთ რიგში ჩაჯდეს.

ორი გაყვანის წესი

English ქართული რას ნიშნავს
Underground მიწისქვეშა მილში ან თხრილში, მიწის ქვეშ
Aerial საჰაერო ბოძებზე გადებული

საჰაერო ხაზი ქართულში დამკვიდრებული შესიტყვებაა — ამიტომ არჩეულია.

რა ხდება ტრასაზე

კაბელი A წერტილიდან B-მდე უწყვეტად იშვიათად მიდის. გზაზე:

  • მუფტა — ბოჭკოები ერწყმის, ან ნაწილი განშტოვდება
  • მარაგი — ხვეული ჭარბი კაბელი მომავალი შედუღებისთვის (დეტალურად)
  • შუალედური ელემენტი — ტრასაზე ჩაწერილი პასიური ელემენტი
  • განშტოება (Branch) — წერტილი, სადაც კაბელები იყრება/იყოფა

Branch ≠ ფილიალი და ≠ git branch

FiberQ-ის Branch info ღილაკი აჩვენებს, რამდენი კაბელი, რა ტიპისა და რა ტევადობის იყრის თავს დაწკაპუნებულ წერტილში. ფრანგულად dérivation.

რას აკეთებს ამ ყველაფერთან FiberQ

პლაგინი ამ სტრუქტურას რუკაზე აწყობს: ტრასა ხაზია, ელემენტები წერტილებია, შენობები პოლიგონებია, და თითოეულს თავისი შრე და ატრიბუტები აქვს.

მონაცემთა მოდელი