შიგთავსზე გადასვლა

ვალიდაცია

v1.4.0-ის მთავარი სიახლე: 14 წესი, რომელიც მთელ პროექტს ამოწმებს. შედეგი ორ ადგილას ჩანს — ცოცხალ პანელში QGIS-ში და ექსპორტირებულ ანგარიშში.

რატომ არსებობს

ანგარიშის ორი ვერდიქტი მთელ იდეას ერთ ფრაზაში ხსნის:

No errors — project is structurally sound შეცდომები არ არის — პროექტი სტრუქტურულად გამართულია

Errors found — not ready to hand over აღმოჩენილია შეცდომები — ჩასაბარებლად მზად არ არის

ანუ ეს არის ჩაბარებამდელი შემოწმება. „Hand over" — პროექტის ჩაბარება დამკვეთისთვის ან ინსტანციისთვის.

14 წესი

წესის სახელი ინგლისურში იმ მდგომარეობას აღწერს, რომელიც გავლისას სრულდება — ანუ მტკიცებაა, არა ბრძანება. ქართულიც ასეა.

ტოპოლოგია და კავშირები

# წესი ქართული
A1 Cable endpoints are connected კაბელის ბოლო წერტილები დაკავშირებულია
A2 Cable endpoints are not near-misses კაბელის ბოლო წერტილები ოდნავ დაცილებული არ არის
A3 Elements are attached to the network ელემენტები ქსელზეა მიბმული

რა არის „near-miss"

ბოლო წერტილი, რომელიც ოდნავ სცდება მიბმის დაშვებას — არ არის დაკავშირებული, მაგრამ აშკარად უნდა ყოფილიყო. ეს A1-ისგან ცალკე წესია, რადგან სხვა პრობლემაა: A1 ამბობს „არაფერს არ უკავშირდება", A2 ამბობს „კინაღამ უკავშირდება".

რეფერენციული მთლიანობა

# წესი ქართული
B1 Optical slack references an existing cable ოპტიკური მარაგი არსებულ კაბელს მიუთითებს
B2 Fiber break references an existing cable ბოჭკოს გაწყვეტა არსებულ კაბელს მიუთითებს
B3 Cable references are spatially coherent კაბელზე მითითებები სივრცობრივად თანხვედრილია
B4 Feature identity present and unique ობიექტის იდენტიფიკატორი არსებობს და უნიკალურია

B3 იჭერს იმ შემთხვევას, როცა ობიექტი გეოგრაფიულად დაშორდა იმ კაბელს, რომელსაც მიუთითებს — შეტყობინება პირდაპირ ვარაუდობს მიზეზს: „the cable may have been re-routed", ანუ კაბელის ტრასა შეიცვალა.

ატრიბუტები და დომენები

# წესი ქართული
C1 Required attributes present სავალდებულო ატრიბუტები არსებობს
D1 Project contains FiberQ layers პროექტი შეიცავს FiberQ-ის შრეებს
D2 Attribute values within allowed domain ატრიბუტების მნიშვნელობები დაშვებულთა შორისაა
D2 Numeric attributes within plausible ranges რიცხვითი ატრიბუტები გონივრულ დიაპაზონშია
D3 Stored lengths agree with geometry შენახული სიგრძეები გეომეტრიას ემთხვევა

allowedplausible

ორი მსგავსი წესია და ინგლისური განზრახ განასხვავებს: allowed domain = დაშვებულ მნიშვნელობათა ჩამონათვალი (მკაცრი), plausible range = გონივრული დიაპაზონი (რბილი შემოწმება). ქართულში დაშვებული და გონივრული ამ სხვაობას ინარჩუნებს.

CRS და გეომეტრია

# წესი ქართული
E1 Coordinate reference systems are consistent კოორდინატთა სისტემები თანხვედრილია
E2 Geometries are present and well formed გეომეტრიები არსებობს და გამართულია

E2 ხუთ კონკრეტულ ხარვეზს იჭერს:

  • Feature has no geometry — ობიექტს არ აქვს გეომეტრია
  • Line has zero length — ხაზის სიგრძე ნულის ტოლია
  • Line crosses itself — ხაზი კვეთს საკუთარ თავს
  • Polygon has zero area — პოლიგონის ფართობი ნულის ტოლია
  • Polygon boundary is self-intersecting — პოლიგონის საზღვარი კვეთს საკუთარ თავს

CRS-ის ხაფანგი

E1-ის ერთი შეტყობინება ცალკე ღირს ყურადღებას, რადგან პრაქტიკული შედეგი აქვს:

Layer uses a geographic CRS ({crs}), where the connectivity tolerance is measured in degrees rather than metres

თუ შრე გეოგრაფიულ CRS-შია (მაგ. EPSG:4326), მიბმის დაშვება გრადუსებში იზომება, არა მეტრებში. ანუ „5 მეტრიანი დაშვება" სინამდვილეში 5 გრადუსია — დაახლოებით 550 კმ.

რჩევა თვითონ შეტყობინებაშივეა: „Reproject to a national grid, or lower the tolerance to a fraction of a degree."

საქართველოსთვის

ეს ნიშნავს UTM 37N / 38N-ს ან ეროვნულ სისტემას. FiberQ-ის სტრიქონი ზოგადია („national grid"), ქართული თარგმანიც ზოგადი დავტოვე — ეროვნული საკოორდინატო ბადე.

ასევე: სიგრძის გაზომვა ელიფსოიდის გარეშე შეუძლებელია. თუ პროექციული CRS-იც არ არის და ელიფსოიდიც არ არის მითითებული, სიგრძის შემოწმება გამოტოვდება.


სად ჩანს შედეგი

ValidationPanel — dock QGIS-ში: ხუთსვეტიანი ცხრილი (სიმძიმე / წესი / შრე / ობიექტი / შეტყობინება), სამი ფილტრი, ხელახლა გაშვება და ანგარიშის ექსპორტი ღილაკები.

სამი დონე: შეცდომა · გაფრთხილება · ინფორმაცია

ValidationReport — დოკუმენტი ჩასაბარებლად: ვერდიქტი, ჯამები, გაშვების მეტამონაცემები (CRS, სქემის ვერსია, პლაგინის ვერსია, დრო), ხარვეზების ცხრილი და ხარვეზები შრეების მიხედვით.

იმავე მენიუდან ხელმისაწვდომია JSON და CSV — მანქანურად წასაკითხი ვერსია.

შვიდი სტრიქონი ორივეგანაა

Severity, Rule, Layer, Feature, Message, Error, Warning ორივე კონტექსტში მეორდება. Qt მათ ცალკე ინახავს — ანუ ქართულ თარგმანში ხელით უნდა გავაკონტროლოთ, რომ იდენტური იყოს, თორემ მომხმარებელი იფიქრებს, რომ სხვადასხვა მონაცემს უყურებს.