შიგთავსზე გადასვლა

ჟურნალი

ახალი ჩანაწერები ჯერ აქ ჩნდება — მერე შესაბამის გვერდზე გადადის. ახალი ზემოთ.


2026-09-10 — საიტი ორენოვანი გახდა და დომენზე გავიდა

ქართული ძირითადი რჩება, ინგლისური /en/-ზე. mkdocs-static-i18n, suffix სტრუქტურით, fallback_to_default ჩართული — რომ არცერთი მისამართი არ გატყდეს.

დომენი fiber.qgis.ge — შეგნებულად არა fiberq., რადგან საიტის ნახევარი ზოგადი FTTH-ია და პლაგინს არ ეხება, და fiberq. შეიძლება ოფიციალურ FiberQ-ის საიტად აღიქვან.

თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია: ჯერ DNS ჩანაწერი, მერე docs/CNAME. პირიქით რომ გააკეთო, Pages მაშინვე გადაერთვება custom დომენზე და მომუშავე github.io მისამართს გადაამისამართებს იმაზე, რაც ჯერ არ იხსნება.


2026-09-10 — საიტი აეწყო

MkDocs + Material. Zensical არ ავიღე: 0.0.60, Development Status :: 3 - Alpha, 10 თვეში ჯერ კიდევ 0.0.x. Material for MkDocs maintenance mode-შია, მაგრამ სტაბილურია და ka შედის 69 UI ენაში. Zensical mkdocs.yml-ს კითხულობს, ანუ მიგრაცია მოგვიანებით მარტივი იქნება.

ძებნის შეზღუდვა: lunr-languages ქართულს არ უჭერს მხარს — სტემინგი არ მუშაობს, „ბოძი" ვერ იპოვის „ბოძის"-ს. ამიტომ ლექსიკონი ინგლისურ ტერმინზეა გაღებული.


2026-09-09 — latent elements-ის პასუხი უკვე ეწერა

მეინთეინერს კითხვა დავუსვი List of latent elements-ზე, მაგრამ პასუხი კატალოგის <extracomment>-ში იყო. მიზეზი: ლექსიკონის მომზადებისას მხოლოდ UI-ჯგუფების შენიშვნები წავიკითხე, FiberQPlugin-ისა — არა.

შუალედური ელემენტი: პასიური ელემენტი, რომელიც კაბელის ტრასაზე ზის ჩაწერილი მანძილით, მონაცემად და არა ცალკე დახაზული ობიექტად.

წესი, რომელიც ავიღე: ყველა შენიშვნა ჯერ წავიკითხო, მერე დავსვა კითხვები.


2026-09-09 — Color catalog სიმბოლოგია არ არის

QGIS-ის კონტექსტში „Color catalog" ბუნებრივად ფერების პალიტრად იკითხება. სინამდვილეში ეს ბოჭკოს ფერთა კოდია — TIA-598/IEC თანმიმდევრობა, რომლითაც კაბელში თითოეული მილაკი და ბოჭკო იდენტიფიცირდება.

შესამოწმებელი: FiberQ რომელ სტანდარტს იყენებს — TIA-598-ს თუ IEC-ს? კოდში ჯერ არ მიყურებია.


2026-09-09 — რიცხვების შეცდომა და შესწორება

<message numerus="yes"> ჩემს დათვლაში არ ხვდებოდა. სულ 306 სტრიქონია, არა 293. რადგან არასწორი რიცხვები issue #43-ში უკვე გამოქვეყნებული იყო, შესწორება დავდე.


2026-09-09 — არც ერთი ენა არ არის ნათარგმნი

fiberq_fr.ts — 0/306. fiberq_sr.ts — 3/306 (სატესტო სტრიქონები). ავტორი სერბია და საკუთარი ენაც არ უთარგმნია.

ჩვენი თარგმანი პირველი რეალური იქნება. ეს ნიშნავს, რომ i18n პაიპლაინი ცოცხალ თარგმანზე გატესტილი არ არის — პირველი კატალოგი აუცილებლად ამოატივტივებს ხარვეზებს. პირველი უკვე ვიპოვე: _LANGUAGE_NAMES-ში ka არ არის.


2026-09-09 — Object = შენობა

ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური აღმოჩენა. FiberQ-ის Object სერბული objekat-ის კვალია და შენობას ნიშნავს — ადასტურებს შრე, რომელშიც იწერება (სართულები, სარდაფი, ქუჩა, სახლის ნომერი).

ამავე დროს QGIS-ის ქართული feature-ს თარგმნის როგორც ობიექტს.

Feature → ობიექტი, Object → შენობა. კონტრინტუიციურია, მაგრამ სწორი.


შაბლონი ახალი ჩანაწერისთვის

## თარიღი — სათაური

რა გავარკვიე / რა შემეშალა.

**წყარო:** კოდი / `<extracomment>` / დოკუმენტაცია / ჩემი დასკვნა

**შესამოწმებელი:**