შიგთავსზე გადასვლა

ოპტიკური ქსელი

სანამ FiberQ-ის ღილაკებს შევეხები, თვითონ ქსელი უნდა გავიაზრო: რა რისგან შედგება და რა რიგით. ეს განყოფილება სწორედ ამისთვისაა.

წყაროები

აქ მოცემული განმარტებების დიდი ნაწილი პირდაპირ FiberQ-ის კატალოგიდან მოდის — მეინთეინერმა 95 სტრიქონს დაურთო <extracomment> შენიშვნა, სადაც ზუსტად წერია, რას ნიშნავს თითოეული ტერმინი ამ პლაგინში. სადაც ასეთი წყაროა, გვერდზე მითითებულია. სადაც საერთო დარგობრივი ცოდნაა — ისიც აღნიშნულია.

სამი შრე, ერთი ლოგიკა

მთელი FTTH ქსელი სამ დონედ იშლება, და FiberQ-ის კაბელის სამი კლასიც ზუსტად ამას შეესაბამება:

flowchart LR
ODF["ODF
სათავე კვანძი"]
NODE["ქსელის კვანძი"]
DP["განაწილების წერტილი
OTB / TB"]
TO["TO
აბონენტი"]

ODF -- "მაგისტრალური
backbone" --> NODE
NODE -- "გამანაწილებელი
distribution" --> DP
DP -- "აბონენტური
drop" --> TO
დონე კაბელის კლასი რას აკეთებს
1 მაგისტრალური (backbone) ატარებს ტრაფიკს ქსელის მთავარ კვანძებს შორის
2 გამანაწილებელი (distribution) მაგისტრალის კვანძიდან ქუჩის განაწილების წერტილებამდე
3 აბონენტური (drop) განაწილების წერტილიდან ერთ კონკრეტულ აბონენტამდე

ეს სამი სიტყვა FiberQ-ის მენიუშიც ზუსტად ასე დგას, ორჯერ — ერთხელ მიწისქვეშა კაბელისთვის, ერთხელ საჰაერო-სთვის.

ორი გზა: მიწისქვეშა და საჰაერო

ერთი და იგივე სამი კლასი ორნაირად შეიძლება გაიყვანოს:

კაბელი მიდის მილში ან თხრილში. მარშრუტზე დგას ჭები — მიწისქვეშა სასინჯი კამერები, სადაც კაბელს წვდომა აქვს. გზის, რკინიგზის ან წყლის გადაკვეთაზე იდება მსხვილი გადასასვლელის მილი, რომელშიც წვრილი მილები გაივლება.

ინფრასტრუქტურა

კაბელი ეკიდება ბოძებზე. ორ ბოძს შორის მონაკვეთს მალი ჰქვია. ელემენტების ნაწილი პირდაპირ ბოძზე მაგრდება — ბოძის OTB, ბოძის TO.

რა არის ამ ხაზზე

გზაზე კაბელი არ არის უწყვეტი და მარტო. მასზე ზის:

• მუფტები — სადაც ბოჭკოები ერთმანეთს ერწყმის (შედუღება)
• მარაგი — ხვეულად შემოხვეული ჭარბი კაბელი, რომ მოგვიანებით თავიდან შედუღება შესაძლებელი იყოს
• ელემენტები — ODF, OTB, TB, TO, პაჩ-პანელი

ელემენტები · კაბელები · ოპტიკური მარაგი

რაც FiberQ-ში ცალკე უნდა გვახსოვდეს

ორი ტერმინი, რომელიც ინგლისურიდან ბუნებრივად არასწორად ითარგმნება:

Object = შენობა, არა ობიექტი

FiberQ-ში Object ნიშნავს შენობას — ეს სერბული objekat-ის კვალია. ამას ადასტურებს შრე, რომელშიც იწერება: ველებია სართულების რაოდენობა, სარდაფის დონეები, ქუჩა და სახლის ნომერი.

ამავე დროს QGIS-ის ქართული feature-ს თარგმნის როგორც ობიექტს. ანუ: Feature → ობიექტი, Object → შენობა.

Route = ტრასა, არა მარშრუტი

Route არის ფიზიკური ტრასა მიწაზე, რომელსაც კაბელი მიჰყვება — არა გადაადგილების მარშრუტი და არა ფაილის/ქსელის path.