შიგთავსზე გადასვლა

ბატჩები და პროგრესი

თარგმანი ოთხ ბატჩად გაკეთდა, docs/TRANSLATING.md-ის რეკომენდებული რიგით: ჯერ ის, რასაც მომხმარებელი მუდმივად ხედავს, ბოლოს — შეცდომების ტექსტები.

პროგრესი

ბატჩი კონტექსტი სტრიქონი სტატუსი
1 პანელი, მენიუები, ელემენტების სახელები (11 კონტექსტი) 76
2 ValidationRules 45
3 ValidationReport + ValidationPanel 53
4 FiberQPlugin 132
სულ 306 100%

სრული ცხრილები repo-შია: batch 1 · batch 2 · batch 3 · batch 4


რა ისწავლა თითოეულმა ბატჩმა

ბატჩი 1 — ტერმინოლოგია იბადება

აქ დაფიქსირდა ის ძირითადი ტერმინები, რომლებზეც დანარჩენი სამი ბატჩი დგას: ტრასა, მუფტა, მარაგი, ბოძი, ჭა, შენობა. თითოეული გადაწყვეტილება ერთხელ მიიღეს და შემდეგ მექანიკურად გამოიყენეს.

გაკვეთილი: ლექსიკონი თარგმანამდე უნდა არსებობდეს, არა პარალელურად.

ბატჩი 2 — placeholder-ების ნამდვილი გამოცდა

ValidationRules-ში 20 განსხვავებული placeholder-ია, 30 გამოყენებით. ოთხ სტრიქონში ისინი გადავაადგილე, რადგან ქართული სინტაქსი სხვა რიგს ითხოვს:

Cable endpoint is {distance} from {target} -- just outside the {tol} snapping tolerance
კაბელის ბოლო წერტილი {target}-იდან {distance}-ითაა დაშორებული — ეს ოდნავ სცდება
მიბმის დაშვებას ({tol})

აქვე გაირკვა, რომ ბაზის ველების სახელები არ ითარგმნებაduzina_m, slack_m, total_len_m სერბულია, მაგრამ სქემის ნაწილია.

ბატჩი 3 — რიცხვების შეცდომა

<message numerus="yes"> ფორმებს ჩემი დათვლა ტოვებდა. აღმოჩნდა, რომ ValidationPanel 25 სტრიქონია (21-ის ნაცვლად) და FiberQPlugin — 132 (123-ის ნაცვლად). სულ 306, არა 293.

რადგან ეს რიცხვები issue #43-ში უკვე გამოქვეყნებული იყო და მეინთეინერს დოკუმენტაციაში გადატანა შევთავაზე, შესწორება დაიდო.

გაკვეთილი: გამოქვეყნებული რიცხვი ვალდებულებაა.

ბატჩი 4 — კითხვა, რომელიც არ უნდა დამესვა

FiberQPlugin-ის შენიშვნებში აღმოჩნდა პასუხი კითხვაზე, რომელიც მეინთეინერს უკვე დავუსვი — List of latent elements. შენიშვნა ზუსტად განმარტავდა ტერმინს.

მიზეზი: ლექსიკონის მომზადებისას მხოლოდ UI-ჯგუფების შენიშვნები წავიკითხე, FiberQPlugin-ისა არა. კითხვა გამოვიხმე.

გაკვეთილი: ყველა შენიშვნა ჯერ, მერე კითხვები.


ჯვარედინი დუბლიკატები

ცხრა სტრიქონი რამდენიმე კონტექსტში მეორდება. Qt მათ ცალკე ჩანაწერებად ინახავს — ანუ თანხვედრას არაფერი აიძულებს და ხელით უნდა გავაკონტროლოთ:

სტრიქონი სად
Undo (FiberQ) FiberQ + FiberQPlugin
Preview Map FiberQ + FiberQPlugin
Placing elements ElementPlacementUI + FiberQPlugin
Route correction RoutingUI + FiberQPlugin
Smart selection SelectionUI + FiberQPlugin
Terminal slack SlackUI + FiberQPlugin
Severity Rule Layer Feature Message Error Warning ValidationPanel + ValidationReport

რა რჩება

  • მეინთეინერი აგენერირებს fiberq/i18n/fiberq_ka.ts-ს
  • სტრიქონების აკრეფა Qt Linguist-ში (placeholder-ებს ავტომატურად შეამოწმებს)
  • PR მხოლოდ .ts ფაილით
  • 'ka': 'ქართული', დამატება _LANGUAGE_NAMES-ში
  • Relations ტერმინის დაზუსტება ველის სპეციალისტთან