შიგთავსზე გადასვლა

ლექსიკონი

ინგლისური ტერმინი → ქართული → რას ნიშნავს FiberQ-ში.

ძებნა ინგლისურ ტერმინზე

ქართული lunr-ის ენების სიაში არ შედის, ანუ ძებნას სტემინგი არ აქვს — „ბოძი" ვერ იპოვის „ბოძის"-ს. ინგლისური ტერმინით ძებნა უფრო საიმედოა, და ისედაც ეს არის დარგის რეალური გასაღები.

ორი ლექსიკონი, ორი დანიშნულება

ეს გვერდი ქართულენოვანი სასწავლო ვერსიაა. Repo-ში ცალკე დევს GLOSSARY-ka.md — ინგლისურენოვანი, FiberQ-ის CONTRIBUTING.md-ის ფორმატში, upstream-ში გასაგზავნად. შიგთავსი იგივეა, აუდიტორია სხვა.


ინფრასტრუქტურა

English ქართული განმარტება
Pole ბოძი საყრდენი, რომელზეც საჰაერო კაბელი ეკიდება
Manhole საკაბელო ჭა (მოკლედ: ჭა) მიწისქვეშა სასინჯი კამერა მილების ტრასაზე. არა ლუქი — ის მხოლოდ სახურავია
Duct / PE pipe მილი (მენიუში: PE მილი) მიწაში ჩაფლული მილი, Ø 40 მმ. ინგლისურში ორი სიტყვაა ერთი საგნისთვის
Transition pipe გადასასვლელის მილი მსხვილი დამცავი ფუტლარი (Ø 110 მმ) გზის/რკინიგზის/წყლის გადაკვეთაზე
Ducting მილგაყვანილობა მთელი მილების ინფრასტრუქტურა: ჭები + მილები
Trench თხრილი ღია გათხრა
Route ტრასა ფიზიკური ტრასა მიწაზე. არა მარშრუტი, არა ფაილის path
Routing ტრასირება ტრასის ხელსაწყოების ჯგუფი
Breakpoint გაყოფის წერტილი ტრასის ხაზის გეომეტრიული ორად გაყოფა. არა ბოჭკოს დაზიანება
Span მალი მონაკვეთი ორ საყრდენს შორის

კაბელები

English ქართული განმარტება
Cable კაბელი
Cable laying კაბელის გაყვანა კაბელის დაგების პროცესი
Underground მიწისქვეშა მილში ან თხრილში
Aerial საჰაერო ბოძებზე გადებული
Backbone მაგისტრალი (კლასად: მაგისტრალური) სატრანსპორტო კაბელი მთავარ კვანძებს შორის
Distribution გამანაწილებელი კვანძიდან ქუჩის განაწილების წერტილებამდე
Drop აბონენტური ბოლო მონაკვეთი ერთ აბონენტამდე. არსებითი სახელი, არა ზმნა
Fiber ოპტიკური ბოჭკო (მოკლედ: ბოჭკო)
Capacity ტევადობა ბოჭკოების/მილების რაოდენობა
Fiber break ბოჭკოს გაწყვეტა რეალური დაზიანება, არა რედაქტირება
Colour code ბოჭკოს ფერთა კოდი TIA-598 / IEC თანმიმდევრობა. არა სიმბოლოგიის პალიტრა
Cutting ჭრა ხაზოვანი ობიექტის გეომეტრიული გაყოფა

შედუღება და მარაგი

English ქართული განმარტება
Joint closure ოპტიკური მუფტა (მოკლედ: მუფტა) შედუღების ყუთი. fr BPE, sr nastavak
Splice შედუღება ორი ბოჭკოს შედნობა
Slack მარაგი ხვეული ჭარბი კაბელი მომავალი შედუღებისთვის
Terminal slack საბოლოო მარაგი კაბელის ბოლოში. C ხვეული
Mid span slack შუალედური მარაგი სადაც კაბელი გაივლის მოჭრის გარეშე. S ხვეული

ელემენტები

English ქართული განმარტება
Element ელემენტი პასიური ოპტიკური მოწყობილობა
ODF ODF Optical Distribution Frame — სათავე კვანძის სტოიკა
TB TB Terminal Box. sr ZOK
OTB OTB Optical Termination Box
TO TO Termination Outlet — აბონენტის როზეტი. აკრონიმია, არა წინდებული
Patch panel პაჩ-პანელი კომუტაციური პანელი სტოიკაში
Indoor / Outdoor / Pole შიდა / გარე / ბოძის ზედსართავები OTB-სა და TO-ზე
Joint Closure TO TO მუფტაში მუფტის შიგნით მოთავსებული TO. ერთი ელემენტი
Latent element შუალედური ელემენტი კაბელის ტრასაზე ჩაწერილი ელემენტი. „latent" = შუალედური, არა გაუმართავი

ქსელი

English ქართული განმარტება
Network ქსელი
Service Area მომსახურების ზონა დაფარვის პოლიგონი
Branch განშტოება წერტილი, სადაც კაბელები იყოფა
Relation ოპტიკური კავშირი named end-to-end ლოგიკური ხაზი. არა QGIS-ის შრეთა კავშირი

შენობები

English ქართული განმარტება
Object შენობა არასდროს ობიექტი — ეს სერბული objekat-ია
Objects შენობები
Digitized object დიგიტალიზებული შენობა სხვა შრიდან გადმოტანილი კონტური
Drawing object შენობის დახაზვა კონტურის დიგიტალიზაცია. არა CAD ფაილი

მთავარი ხაფანგი

QGIS-ის ქართული feature-ს თარგმნის როგორც ობიექტი. FiberQ-ის Object კი შენობაა.

Feature → ობიექტი · Object → შენობა

ნახაზები და სურათები

English ქართული განმარტება
Drawings ნახაზები გარე CAD ფაილები (DWG/DXF), მიბმული ელემენტებზე
Link მიბმა ფაილის მიმაგრება ელემენტზე
Unlink მიბმის მოხსნა მხოლოდ კავშირი წყდება — ფაილი რჩება
Image / picture სურათი ინგლისურში ორი სიტყვაა, ქართულში ერთი

GIS და QGIS

English ქართული
Layer შრე
Feature ობიექტი
Geometry გეომეტრია
Polygon პოლიგონი
Attribute / Field ატრიბუტი / ველი
CRS CRS / კოორდინატთა სისტემა
Ellipsoid ელიფსოიდი
Tolerance დაშვება
Snapping მიბმა
Selection მონიშვნა
Clear selection მონიშვნის მოხსნა (უვნებელი)
Delete selected მონიშნულის წაშლა (შლის მონაცემებს)
Import / Export იმპორტი / ექსპორტი
Merge შერწყმა
Undo / Redo გაუქმება / გამეორება
Shortcut მალსახმობი

ვალიდაცია

English ქართული განმარტება
Validate project პროექტის ვალიდაცია 14 წესი
Health check მდგომარეობის შემოწმება სხვა ფუნქციაა — არ აირიოს
Rule წესი
Issue ხარვეზი წესის ნაპოვნი პრობლემა
Severity სიმძიმე შეცდომა / გაფრთხილება / ინფორმაცია
Endpoint ბოლო წერტილი
Near-miss ოდნავ დაცილება დაშვებას ოდნავ სცდება
Identity იდენტიფიკატორი fiberq_uuid
Allowed domain დაშვებულ მნიშვნელობათა ნაკრები მკაცრი ჩამონათვალი
Plausible range გონივრული დიაპაზონი რბილი შემოწმება
Hand over ჩაბარება პროექტის ჩაბარება დამკვეთისთვის
BOM report მასალების ნუსხა (BOM) Bill of Materials. არა byte-order mark

არ ითარგმნება

აკრონიმები: ODF OTB TO TB PE CRS BOM GPON FTTH

ფორმატები: DWG DXF GPKG GeoPackage KML KMZ GPX SHP XLSX CSV JSON PostGIS

ბაზის ველები: fiberq_uuid duzina_m duzina_km slack_m total_len_m duzina

შრეების სახელები: 'Poles' 'Route' (ბრჭყალებში ლიტერალურია)


❓ = დასაზუსტებელია, ველის სპეციალისტის აზრი სჭირდება.