შიგთავსზე გადასვლა

FiberQ ქართულად

ეს არის სასწავლო რვეული, არა სახელმძღვანელო. აქ იწერება ის, რასაც FiberQ-სა და ოპტიკური ქსელების დაპროექტების შესახებ ვსწავლობ — ტერმინი ტერმინზე, ღილაკი ღილაკზე.

ვინ წერს და რატომ

GIS-ის და QGIS-ის პლაგინების მხრიდან მოვდივარ, ბოჭკოს დარგის სპეციალისტი არ ვარ. სწორედ ამიტომ არსებობს ეს საიტი: რასაც ვიგებ, აქ რჩება, რომ მეორედ აღარ მომიწიოს იმავეს გარკვევა. თუ რამე არასწორად წერია, ეს შეცდომაა და გასწორებას ექვემდებარება — issue ან პირდაპირ რედაქტირება.


საიდან დავიწყო

  • ლექსიკონი


    ~140 ტერმინი: ინგლისური → ქართული + რას ნიშნავს FiberQ-ში კონკრეტულად. დაწყების ყველაზე სწრაფი გზა.

  • ქსელი


    როგორ არის აგებული FTTH ქსელი — მაგისტრალიდან აბონენტამდე. თუ ტერმინები გაუგებარია, ჯერ აქ.

  • FiberQ


    პლაგინი პრაქტიკაში: ხელსაწყოთა პანელი ღილაკ-ღილაკ, ვალიდაციის 14 წესი, შრეების მოდელი.

  • თარგმანი


    კატალოგის 306 სტრიქონის ქართული თარგმანი — წესები, ბატჩები, პროგრესი.


რა არის FiberQ

ღია კოდის QGIS პლაგინი ოპტიკური ქსელების (FTTH/GPON/FTTx) დასაპროექტებლად. ავტორი Vladimir Vukovic, ლიცენზია GPL-3.0-or-later, დაფინანსება NLnet NGI0 Commons Fund.

v1.4.0-ში მთავარი სიახლე ვალიდაციის ძრავია: 14 შემოწმება მთელ პროექტზე — ტოპოლოგია და კავშირები, რეფერენციული მთლიანობა, ობიექტის იდენტობა, სავალდებულო ატრიბუტები, მნიშვნელობათა დიაპაზონი, სიგრძეების თანხვედრა, CRS-ის ერთგვაროვნება და გეომეტრიის გამართულობა.

მეტი FiberQ-ზე


თარგმანის სტატუსი

კატალოგი fiberq/i18n/fiberq_ka.tsჯერ არ არსებობს
upstream issue vukovicvl/fiberq#43 — ღიაა
დრაფტში 306 / 306 სტრიქონი (100%)
ველოდებით მეინთეინერი დააგენერირებს ცარიელ .ts ფაილს

ჩვენი თარგმანი FiberQ-ის პირველი რეალური თარგმანი იქნება — ფრანგულში 0/306 სტრიქონია შევსებული, სერბულში 3/306.

თარგმანის პროექტი


როგორ იზრდება ეს საიტი

სამი წესი, რომელსაც ვიცავ:

  1. ყოველი ტერმინი ინგლისურ სახელზეა გაღებული. დარგის რეალური ენა ინგლისურია და ძებნაც ასე მუშაობს — ქართული ძებნა სტემინგის გარეშეა, ანუ „ბოძი" ვერ იპოვის „ბოძის"-ს.
  2. წყარო ყოველთვის მითითებულია. სადაც განმარტება FiberQ-ის კოდიდან ან მეინთეინერის <extracomment>-იდან მოდის, ეს პირდაპირ წერია. სადაც ჩემი დასკვნაა — ისიც წერია.
  3. ეჭვი ღიად რჩება. დაუზუსტებელი ტერმინი აღნიშნულია, არა ჩაფარცხული. არასწორი ტერმინი, რომელიც დამაჯერებლად გამოიყურება, უფრო საზიანოა, ვიდრე ღიად დარჩენილი კითხვა.

ახალი ჩანაწერები ჯერ ჟურნალში ჩნდება, მერე კი შესაბამის გვერდზე გადადის.