შიგთავსზე გადასვლა

ხელსაწყოთა პანელი

FiberQ-ის ღილაკები ჯგუფებადაა დაყოფილი. ქვემოთ თითოეული — რას აკეთებს და როგორ ითარგმნება.

სვეტი „ქართული"

ეს არის თარგმანის დრაფტი. სანამ fiberq_ka.ts არ დაგენერირდება, ეს სტრიქონები ჯერ პლაგინში არ ჩანს. თარგმანის სტატუსი


სწრაფი პანელი

ყველაზე ხშირად გამოყენებადი 12 ღილაკი. კონტექსტი: FiberQ.

ღილაკი ქართული რას აკეთებს
Place Pole ბოძის განთავსება ერთი ბოძი დაწკაპუნებულ წერტილში
Place Manhole ჭის განთავსება ერთი ჭა
Create Route ტრასის შექმნა ტრასის ხაზი მონიშნული ბოძებიდან/ჭებიდან
Aerial Cable საჰაერო კაბელი საჰაერო კაბელის გაყვანა
Underground Cable მიწისქვეშა კაბელი მიწისქვეშა კაბელის გაყვანა
Place ODF ODF-ის განთავსება
Place OTB OTB-ის განთავსება
Place TO TO-ს განთავსება
Optical Slack ოპტიკური მარაგი ნაგულისხმევად საბოლოო მარაგი
Undo (FiberQ) გაუქმება (FiberQ) FiberQ-ის საკუთარი ისტორია

ორი ღილაკი ტყუილს ამბობს (ოდნავ)

Aerial Cable და Underground Cable კოდში მაგისტრალურ ქვეტიპზეა მიბმული, თუმცა წარწერა ამას არ ამბობს. სრული არჩევანი კაბელის მენიუშია. ქართულ თარგმანში ინგლისურის დუმილი შევინარჩუნე — მაგრამ ეს issue #43-ში მეინთეინერს ვკითხე.


ტრასირება — Routing

კონტექსტი: RoutingUI. ჯგუფის სახელი → ტრასირება.

ჩანაწერი ქართული რას აკეთებს
Add pole ბოძის დამატება იგივე ბრძანება, რაც Place Pole
Create route ტრასის შექმნა ავტომატურად მონიშნული წერტილებიდან
Create a route manually ტრასის ხელით შექმნა წვეროებს თვითონ აწკაპუნებ
Merge selected routes მონიშნული ტრასების შერწყმა რამდენიმე ხაზი ერთ ობიექტად
Import route from file ტრასის იმპორტი ფაილიდან გარე GIS/CAD ფაილიდან
Add breakpoint გაყოფის წერტილის დამატება ტრასის გეომეტრიულად ორად გაყოფა
Change route type ტრასის ტიპის შეცვლა მხოლოდ ატრიბუტი, გეომეტრია არ იცვლება
Route correction ტრასის კორექცია პოულობს ტრასებს, რომელთა ბოლოც ბოძზე/ჭაზე არ ზის
Auto GPKG ავტო GPKG ავტოშენახვა GeoPackage-ში

კაბელის გაყვანა — Cable laying

კონტექსტი: CableLayingUI. ორსაფეხურიანი მენიუ:

კაბელის გაყვანა
├── მიწისქვეშა
│   ├── მაგისტრალური
│   ├── გამანაწილებელი
│   └── აბონენტური
└── საჰაერო
    ├── მაგისტრალური
    ├── გამანაწილებელი
    └── აბონენტური

სამი კლასი ორივე მშობელქვეშ ერთსა და იმავე სტრიქონს იყენებს — ანუ ერთი თარგმანი ორივეს ემსახურება. დეტალურად


მილგაყვანილობა — Ducting

ჩანაწერი ქართული
Placing manholes ჭების განთავსება
Place PE pipe PE მილის განთავსება
Place transition pipe გადასასვლელის მილის განთავსება

რა არის თითოეული


ოპტიკური მარაგი — Slack

ცალკე გვერდი


შენობები — Objects

კონტექსტი: ObjectsUI. ჯგუფის სახელი → შენობის დახაზვა.

ჩანაწერი ქართული რას აკეთებს
Object in 3 points შენობა 3 წერტილით მეოთხე კუთხე გამოითვლება
Object in N points შენობა N წერტილით ნებისმიერი რაოდენობის წვერო
Object in N points (90°) შენობა N წერტილით (90°) ყველა კუთხე სწორია
Digitized object (from selection) დიგიტალიზებული შენობა (მონიშნულიდან) სხვა შრეში უკვე მონიშნული პოლიგონიდან

Object = შენობა

გამეორება ღირს: აქ Object შენობას ნიშნავს, არა GIS-ის ობიექტს. რატომ


ნახაზები — Drawings

CAD ფაილები (DWG/DXF), რომლებიც მიბმულია ელემენტებზე. ეს დოკუმენტებია, არა QGIS-ში დახაზული რამ.

ჩანაწერი ქართული
Drawings ნახაზები
Add drawing… ნახაზის დამატება…
Open drawing (by click) ნახაზის გახსნა (დაწკაპუნებით)
Clear drawing from element ნახაზის მოხსნა ელემენტიდან

„მოხსნა" ≠ „წაშლა"

მიბმის მოხსნისას არც ფაილი იშლება დისკიდან და არც ელემენტი. მხოლოდ კავშირი წყდება. tooltip-ი ამას ცალკე ადასტურებს: "Unlink confirms nothing is deleted".


მონიშვნა — Selection

ჩანაწერი ქართული საშიშია?
Smart selection (Multiple Layers) ჭკვიანი მონიშვნა (რამდენიმე შრე) არა
Clear selection მონიშვნის მოხსნა არა — მხოლოდ მონიშვნას ხსნის
Delete selected მონიშნულის წაშლა დიახ — მონაცემებს შლის

ორი მეზობელი ჩანაწერი

მენიუში ერთმანეთის ქვეშ დგანან. მოხსნა და წაშლა ქართულში საკმარისად შორსაა, რომ არ აირიოს — ეს შეგნებული არჩევანი იყო.


დანარჩენი — FiberQPlugin

ყველაზე დიდი ჯგუფი, 132 სტრიქონი. მთავარი ღილაკები:

ღილაკი ქართული რას აკეთებს
Validate project პროექტის ვალიდაცია 14 წესი → ვალიდაცია
Check (health check) შემოწმება (მდგომარეობის შემოწმება) სხვა ფუნქციაა — მონაცემთა მთლიანობა
BOM report (XLSX/CSV) მასალების ნუსხა — BOM (XLSX/CSV) მასალების ჩამონათვალი
Recalculate lengths… სიგრძეების გადათვლა… გეომეტრიიდან თავიდან ითვლის
Publish to PostGIS PostGIS-ში გამოქვეყნება
Preview Map წინასწარი დათვალიერების რუკა PostGIS-კავშირი config.ini-დან
Create Service Area მომსახურების ზონის შექმნა ბუფერი მონიშნულის გარშემო
Branch info განშტოების ინფორმაცია რამდენი კაბელი იყრის თავს წერტილში
Relations ოპტიკური კავშირები end-to-end ლოგიკური ხაზები
List of latent elements შუალედური ელემენტების სია რა არის
Color catalog ბოჭკოს ფერთა კოდი არა სიმბოლოგიის პალიტრა
Cut infrastructure ინფრასტრუქტურის გაჭრა გეომეტრიის გაყოფა
Fiber break ბოჭკოს გაწყვეტა რეალური დაზიანება
Move elements ელემენტების გადატანა დაწკაპუნება-გადატანა-დაწკაპუნება
Optical schematic view ოპტიკური სქემის ხედი
Import points წერტილების იმპორტი KML/KMZ/DWG/Shape/GPX
Save all layers to GeoPackage ყველა შრის შენახვა GeoPackage-ში პროექტსაც გადაამისამართებს

მალსახმობები

კლავიში მოქმედება
Ctrl+Shift+Z გაუქმება (FiberQ)
Ctrl+Shift+Y გამეორება (FiberQ)
R საბოლოო მარაგი
ESC ხელსაწყოდან გამოსვლა

Show shortcutsმალსახმობების ჩვენება აჩვენებს სრულ სიას.